ქართველი პროფესიონალი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, მოკრივე დახმარებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს სთხოვს.
„როგორც იცით, ავთანდილ ხურციძეს ქონდა შეხვედრა 8 ივლისს, სადაც მას უნდა ეჩხუბა და ტიტულისთვის ებრძოლა.
ბრძოლიდან 1 თვით ადრე კი ავთანდილ ხურციძე გაურკვეველ ვითარებაში დააკავეს და დაგეგმილი ჩხუბიც გადაიდო.
გთხოვთ,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia Giorgi Kvirikashvili Kakha Kaladze დაინტერესდეთ და მაქსიმალური ძალისმხევით ეცადოთ სიტუაციის გარკვევას !!!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერს ვეღარ დაუპირისპირდება, რადგან ამერიკაში დაკავებულ 33 ადამიანს შორის ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილიც არიან. გამოძიება უკვე მიმდინარეობს და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.