იტალიის სერია ა-ში “ბენევენტო” ითამაშებს. ეს ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდება. მარკო ბარონის გუნდმა სერია ბ-ს პლეი-ოფის ფინალში “კარპის” 1:0 მოუგო და იტალიის მთავარ ლიგაში თამაშის უფლება ასე მოიპოვა.
შესაბამისად, უკვე ცნობილია იმ 20 გუნდის ვინაობა, რომლებიც სერია ა-ს 2017/18 წლების სეზონში ითამაშებენ:
“იუვენტუსი”, “რომა”, “ნაპოლი”, “ატალანტა”, “ლაციო”, “მილანი”, “ინტერი”, “ფიორენტინა”, “ტორინო”, “ბოლონია”, “უდინეზე”, “კიევო”, “სამპდორია”, “ჯენოა”, “კროტონე”, “კალიარი”, “სასუოლო”, “ვერონა”, “სპალი” და “ბენევენტო”.
იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება.