როლან გაროსის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი ლატვიელ ელენა ოსტაპენკოს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში სიმონა ჰალეპმა კაროლინა პლიშკოვა 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა, ხოლო ოსტაპენკომ ტიმეა ბაჩინსკის 7:6, 3:6, 6:3 აჯობა.
ოსტაპენკო გახდა პირველი ლატვიელი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის სერიის ტურნირის ფინალში გავიდა. ელენა 2009 (კაროლინა ვოზნიაცკი 19 წლის იყო) წლის შემდეგ ყველაზე ახლაგაზრდა ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის სერიის ტურნირის ფინალში გავიდა. ოსტაპენკო 8 ივნისს 20 წლის გახდა.
სიმონა ჰალეპი როლან გაროსის ფინალში 2014 წელსაც გავიდა, მაშინ რუმინელი რუს მარია შარაპოვასთან დამარცხდა.
ფინალური შეხვედრის დასაწყისი 10 ივნისს თბილისის დროით 17 საათზეა ჩანიშნული.