ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის ფეისბუქ-გვერდზე სპორტსმენის სახელით გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას.
„მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას“ - ნათქვამის განცხადებაში.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთაგან 15 ეროვნებით ქართველია. დაკავებულთა შორის დასახელდნენ ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.