დიდი სლემის ტურნირებზე სამი ჩოგბურთელი ნახევარფინალში სეტ-წაუგებლად ბოლოს 1988 წლის “ავსტრალიის ღია პირველობაზე” გავიდა. წლევანდელ “როლან გაროსზე” კი რაფაელ ნადალმა, დომინიკ ტიმმა და სტენ ვავრინკამ სეტ-წაუგებლად ნახევარფინალში გააღწიეს.
ვავრინკამ მშრალზე კოვალიკს, დოლგოპოლოვს, ფონინის, მონფილს და ჩილჩს აჯობა. ნადლმა პერს, ჰაასეს, ბასილაშვილს, ბაუტისტა-აგუტს და კარენოს ბუსტას მოუგო, ხოლო ტიმმა - ტომიჩი, ბოლელი, ჯონსონი, ზებალიოსი და ჯოკოვიჩი დაამარცხა.