ჭიდაობა

11:31 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკი ბერძენ-რომაელების 16 მედალი ყაზარაშვილის ტურნირზე

6-7 ივნისს, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულმა დარბაზმა, მსოფლიო ჩემპიონ თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში უკვე მეოცედ გაიმართა.

ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკები გავიდნენ და ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოავლინეს. მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების (UWW) ეგიდით ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობას 8 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენმა მიიღო. მასპინძელთა გარდა კონკურენციაში რუსეთის, თურქეთის, უნგრეთის, ყაზახეთის, საბერძნეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჭაბუკთა ნაკრებები ჩაებნენ.

საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ბექა გურული (54 კგ), გიორგი შოთაძე (58 კგ) და დავით სოლოღაშვილი (69 კგ) ავიდნენ. ამავე წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლებსაც ქართული დროშის ქვეშ მოჭიდავეები დაეუფლნენ: გიორგი ჩხიკვაძე (54 კგ), ირაკლი ნაკაშია (58) და ნიკა შერბაკოვი (69 კგ). დიმიტრი ხაჩიძემ, გურამ აბრამიშვილმა (ორივე 46 კგ), გიორგი პერტაიამ, მალხაზ მელაძემ (ორივე 58 კგ), ომარ სირაძემ (69 კგ), ნიკოლოზ მშვილდაძემ, გიორგი ნოზაძემ (ორივე 76 კგ), ლუკა ხუციშვილმა, გიორგი ცოფურაშვილმა (ორივე 85 კგ) და ელგუჯა სილაგაძემ (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ყველა კონკურენტს აჯობა. მეორე ადგილზე ყაზახეთი გავიდა, მესამეზე - აზერბაჯანი.

42 კგ

1 ქურბან ქურაბნოვი (აზერბაიჯანი)

2 არიზ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

3 იერასილ მამირბეკოვი (ყაზახეთი)

3 ნაურუზ აბიბულაიევი (ყაზახეთი)

46 კგ

1 ნიჰატ მამადლი (აზერბაიჯანი)

2 ჰასრატ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)

3 დიმიტრი ხაჩიძე (საქართველო)

3 გურამ აბრამიშვილი (საქართველო)

50 კგ

1 ასგარ ალიზადე (აზერბაიჯანი)

2 მუჰამედ კოშკარი (ყაზახეთი)

3 ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი)

3 ნურსულტან ბაზარბაიევი (ყაზახეთი)

54 კგ

1 ბექა გურული (საქართველო)

2 გიორგი ჩხიკვაძე (საქართველო)

3 დარხან მურატბეკოვი (ყაზახეთი)

3 რუბერ ჰაკობიანი (სომხეთი)

58 კგ

1 გიორგი შოთაძე (საქართველო)

2 ირაკლი ნაკაშია (საქართველო)

3 გიორგი პერტაია (საქართველო)

3 მალხაზ მელაძე (საქართველო)

63 კგ

1 რახატ საგიმაი (ყაზახეთი)

2 ბაკ გერგელი (უნგრეთი)

3 საიატ სეილხანული (ყაზახეთი)

3 ასაუხატ მუხამადიევი (ყაზახეთი)

69 კგ

1 დავით სოლოღაშვილი (საქართველო)

2 ნიკა შერბაკოვი (საქართველო)

3 ომარი სირაძე (საქართველო)

3 ლეონიდ პროსკურობიჩი (ყაზახეთი)

76 კგ

1 ისტვა ტაკაჩსი (უნგრეთი)

2 დაულეთ ჯალგასოვი (ყაზახეთი)

3 ნიკოლოზ მშვილდაძე (საქართველო)

3 გიორგი ნოზაძე (საქართველო)

85 კგ

1 ალექს სზოკე (უნგრეთი)

2 ტიგრან ზოლოიტი (რუსეთი)

3 ლუკა ხუციშვილი (საქართველო)

3 გიორგი ცოფურაშვილი (საქართველო)

100 კგ

1 ბალინტ ვატზი (უნგრეთი)

2 ასეტ ბურიევი (ყაზახეთი)

3 ელგუჯა სილაგაძე (საქართველო)

3 ისლამ უმაევი (ყაზახეთი)

0.133843