ფეხბურთი

15:46 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" მეგაწინადადება "იუვენტუსს"

ლონდონის „ჩელსი“ ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მცველის, ლეონარდო ბონუჩის გადაბირებისთვის სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. The Sun-ის ცნობით, „არისტოკრატებმა“ უკვე გაამზადეს მეგა წინადადება ტურინელებისადმი.

გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ჩელსი“ მზადაა 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გაიღოს და ამას სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩიც დაამატოს. ცნობილია, რომ ანტონიო კონტე ბონუჩის სათამაშო სტილის დიდი მოტრფიალეა და ამიტომაც სურს, ყოფილი შეგირდი ისევ თავისთან იახლოს.

აქვე გეტყვით, „ჩელსი“ ლეონარდოს გადაბირებას ერთი წლის წინაც ცდილობდა, მაშინაც დიდ თანხას იხდიდა, მაგრამ იტალიელმა „იუვეს“ დატოვება არ ისურვა.

ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წელს „ბარიდან“ გადავიდა და იქედან მოყოლებული არათუ გუნდის, არამედ მხოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. ბონუჩიმ გასულ სეზონში 45 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარში 5 გოლი გაიტანა.

0.112193