რაფაელ ნადალი “როლან გაროსის” მეოთხედფინალში თანამემამულე კარენო-ბუსტას დაუპირისპირდა. 6:2, 2:0 ნადალის სასარგებლოდ - კარენო-ბუსტამ ტრავმის გამო შეხვედრა შეწყვიტა. შეხვედრა სულ 52 წუთს გაგრძელდა, რაფა მეტოქეს ყველა საჩოგბურთო ასპექტში ჯობდა. 5-დან ხუთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბუსტამ 2-დან ორი.
რაფამ გრუნტსაფარიან კორტზე 5-სეტიანი ფორმატის მატჩებში მეასე შეხვედრა მოიგო, სულ კი ორი მატჩი აქვს წაგებული.
რაფაელ ნადალი ნახევარფინალში ჯოკოვიჩი-ტიმის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.