ქალაქ მინსკში (ბელორუსი) მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა.
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, 5.0 ქულა დააგროვა და სატურნირო მდგომარეობა საკმაოდ გაიუმჯობესა საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ ვაჟთა შორის ბაადურ ჯობავამ.
ასევე 5.0-5.0 ქულა აქვთ დავით ჯოჯუას, ლუკა პაიჭაძეს, მიხეილ მჭედლიშვილსა და თამაზ გელაშვილს. მჭედლიშვილმა და გელაშვილმა მოიგეს თავიანთი პარტიები, ხოლო ჯოჯუამ და პაიჭაძემ ყაიმით დაასრულეს.
ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ხელი მოეცარა ზურაბ სტურუას, რომელიც მაღალი რეიტინგის მქონე სპორტსმენს ეთამაშებოდა.
დებიუტანტისა და ასაკის პირობაზე კარგად თამაშობს ახალგაზრდა ნოე თუთისანი. ამჯერად ნოემ მასზე მაღალი რეტინგის მქონე ბურაკ ფირატი(2499, თურქეთი) დაამარცხა.
მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ემილ სუტოვსკი (2646, ისრაელი) -დავით ჯოჯუა(2581) 0.5:0.5
ლუკა პაიჭაძე(2568) - კონსტანტინ ლუპულესკუ (2631, რუმინეთი)0.5:0.5
გავან ჯონსი (2654, ინგლისი) - ლევან ფანცულაია(2594) 1:0
ბაადურ ჯობავა(2713) - სამველ ტერ-სააკიანი (2598. სომხეთი)1:0
თამაზ გელაშვილი(2563) - ფერენც ბერკეში (2654, უნგრეთი) 1:0
ევგენი რომანოვი (2636, რუსეთი) - ზურაბ სტურუა(2555) 1:0
მიხეილ მჭედლიშვილი(2605) - ოლგა გირია (2584, რუსეთი)1:0
თორნიკე სანიკიძე(2518) - ანტონ კორობოვი (2688, რუსეთი)1:0
ნოე თუთისანი(2347) - ბურაკ ფირატი( 2499, თურქეთი) 1:0
ფიონა სტეილ- ანტონი (2155, ლუქსემბურგი)-მერი არაბიძე(2374) 0:1
შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონატს დავიდ ჰოუელი (2684, ინგლისი) და დავიდ ანტონ გუიხარო (2660, ესპანეთი) ლიდერობენ, რომლებმაც 6.0-6.0 ქულა დააგროვეს. ლიდერებს ნახევარი ქულით 11 მოჭადრაკე ჩამორჩება.
ქართველი მოჭადრაკეების მიერ დაგროვილი ქულები:
ჯობავა, ჯოჯუა, პაიჭაძე, გელაშვილი, მჭედლიშვილი- 5.0-5.0 ქულა
ფანცულაია, სანიკიძე- 4.5-4.5
სტურუა, თუთისანი- 4.0- 4.0
არაბიძე- 3.5
მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ჯობავა - დიმიტრიოს მასტროვასილისი (2580, საბერძნეთი)
ჯან-კრისტოფ დუდა(2693, პოლონეთი) - მჭედლიშვილი
დენის ხიზმატულინი(2651, რუსეთი) - ჯოჯუა
გელაშვილი - ემილ სუტოვსკი(2646, ისრაელი)
პაიჭაძე - იური კუზუბოვი(2637, უკრაინა)
ბორის გრაჩოვი(2658, რუსეთი) - სანიკიძე
ფანცულაია - მილან პაჩერი (2450, სლოვაკეთი)
თუთისანი - პეტერ მიხალიკი (2558, ჩეხეთი)
სტურუა - ალისა გალიამოვა(2456, რუსეთი)
ანტონიოს პავლიდისი(2539, საბერძნეთი) - არაბიძე