7 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები სენტ კიტსი და ნევისს უმასპინძლებს. ამ თამაშზე უკვე ბევრჯერ დაიწერა, 11 ივნისს მოლდოვასთან გველის შესარჩევი მატჩი და ხვალინდელი შეხვედრა სწორედ მოსამზადებელ ხასიათს ატარებს.
საქართველოს სულ 18 მატჩი გაუმართავს არაევროპულ ნაკრებებთან, თუმცა სენტ კიტსი და ნევისი მაინც განსაკუთრებულად ეგზოტიკურია - კონკაკაფის ზონის წარმომადგენლებთან აქამდე არასოდეს გვითამაშია. შეგახსენებთ, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 4 ივნისს სომხეთში ჩაატარა ამხანაგური შეხვედრა და 0:5 წააგო.
აქვე, იმ თამაშების შედეგები, როცა საქართველოს ნაკრები არაევროპელებს ეთამაშებოდა. განსაკუთრებული იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ქვეყანასთან გამარჯვება - ურუგვაისთან 2:0. ორივე გოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაიტანა. ეს იყო 2006 წლის 15 ნოემბერს, თბილისში... "სელესტეს" მაშინაც ოსკარ ტაბარესი წვრთნიდა, ხოლო საქართველოს - კლაუს ტოპმიოლერი.
დიეგო ფორლანი, დიეგო ლუგანო, დიეგო გოდინი, მაქსი პერეირა, მეკარე ფაბიან კარინი, გუსტავო ვარელა, ვალტერ გარგანო, გილერმო ჯაკომაცი... ასეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ იმ დღეს ტაბარესის გუნდში.
კიდევ, გამოსარჩევია სამხრეთ აფრიკის დამარცხება თბილისში - 4:1. ეს იყო 2002 წლის გაზაფხულზე, სამხრეთ აფრიკა მუნდიალისთვის ემზადებოდა. სტუმართაგან გამორჩეული იყო ქვინტონ ფორჩუნი, რომელმაც შვიდი წელი ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედში".
ჩამოთვლილი მეტოქეებიდან კი, ყველაზე ძლიერი იყო კლემენს ვესტერჰოფის გაწვრთნილი ნიგერია. ბრწყინვალე ნაკრები ჰყავდათ 1994 წელს: რაშიდი იეკინი, ემანუელ ამუნიკე, დანიელ ამოკაჩი, ჯეი-ჯეი ოკოჩა, ტიჯანი ბაბანგიდა და სხვები. მუნდილისწინა პერიოდი იყო და ბუნებრივია, უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშნენ საქართველოს. ვიგებდით რევაზ არველაძის გოლით, მერე კი დაიწყო, რაც დაიწყო - 1:5 წავაგეთ.
ალბათ, აფრიკის კონტინენტს არასოდეს ჰყოლია 1994 წლის ფორმაციის ნიგერიაზე ძლიერი ნაკრები.
ტუნისი - საქართველო 0:2
გოლები: ყაველაშვილი, კუდინოვი
ნიგერია - საქართველო 5:1
გოლი: რევაზ არველაძე
ლიბანი - საქართველო 4:2
გოლები: იაშვილი, კიკნაძე
ლიბანი - საქართველო 3:2
გოლები: გახოკიძე, ცქიტიშვილი
ტუნისი - საქართველო 1:1
გოლი: ქინქლაძე
ირანი - საქართველო 2:1
გოლი: ყაველაშვილი
საქართველო - სამხრეთ აფრიკა 4:1
გოლები: კობიაშვილი, დემეტრაძე (2), ალექსიძე
საქართველო - იორდანია 3:2
გოლები: დემეტრაძე (2), შოთა არველაძე
ახალი ზელანდია - საქართველო 3:1
გოლი: შოთა არველაძეO
პარაგვაი - საქართველო 1:0
საქართველო - ურუგვაი 2:0
გოლები: კობიაშვილი (2)
ყატარი - საქართველო 1:2
გოლები: კანკავა, სალუქვაძე
კამერუნი - საქართველო 0:0
საქართველო - ეგვიპტე 0:0
საუდის არაბეთი - საქართველო 0:2
გოლები: ოქრიაშვილი, დვალიშვილი
არაბეთის საამიროები - საქართველო 1:0
საქართველო - უზბეკეთი 2:2
გოლები: შონია, საბა ლობჟანიძე
საქართველო - იორდანია 0:1
საქართველო - ურუგვაი 2:0
საქართველო: რევიშვილი, გოგუა (კობახიძე 83), სალუქვაძე, კანდელაკი, შაშიაშვილი, ბურდული, მენთეშაშვილი, ცქიტიშვილი (შოთა გრიგალაშვილი 70), კობიაშვილი, სირაძე (წინამძღვრიშვილი 72), დემეტრაძე (აშვეთია 72)
ურუგვაი: კარინი, სკოტი (დიოგო 63), ლუგანო, გოდინი, დ. როდრიგესი, ვარელა (მაქსი პერეირა 53), გარგანო, ჯაკომაცი (პოუსო 68), ესტოიანოფი (ვარგასი 83), ფორლანი, კანობიო (კასტრო 46)
გოლები: 1:0 კობიაშვილი (40 პენ), 2:0 კობიაშვილი (62)