მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვენტუსთან” 1:4 გამარჯვების შემდგომ თამაში შეაფასა და გუნდს მე-12 ჩემპიონთა ლიგის დამსახურებულად მოგება მიულოცა.
“ძალიან ვამაყობ ამ ძლიერი გუნდით. ჩვენ ახალი ისტორია დავწერეთ და მივაღწიეთ იმას, რაც აქამდე ვერცერთმა გუნდმა ვერ გააკეთა. 2-ჯერ ზედიზედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
“ეს გამარჯვება ყველა “რეალის” გულშემატკივარს ეძღვნებოდა, მათ შორის ჩემს მეუღლეს, შვილებს და მშობლებს”, - განაცხადა რამოსმა.
წინა ორი ფინალისგან განსხვავებით ამჟამად რამოსმა გოლი ვერ გაიტანა, თუმცა მისი დამსახურებით “ბებერი ქალბატონი” მოედანზე 10 კაცით დარჩა.