კალათბურთი

14:12 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა და მეორე მარცხი ნახევარფინალში

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალის მესამე მატჩი "ვალენსიასთან" 69:75 წააგო და სერიაში უკვე 1:2-ს აგებს. საქართველოს ნაკრების წევრმა განვლილ მატჩში 29 წუთამდე ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა მოაგროვა.

შენგელიამ 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ასევე ორი საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. თორნიკემ სამი მოხსნა და ერთი გადაცემა მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტით (13) საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო.

მომდევნო მატჩი "ბასკონიას" კვლავ სტუმრად ელის. იმ შემთხვევაში თუ "ვალენსია" 5 ივნისს მოიგებს, ფინალის საგზურს მოიპოვებს. მეორე ნახევარფინალში "რეალი" "უნიკახას" 2:0 უგებს.

0.130976