იტალიური “მილანი” სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გააქტიურდა. “როსონერიმ” უკვე კარგა ხანია, თვალი ახალგაზრდა ესპანელ თავდამსხმელს, ალვარო მორატას დაადგა. Goal.com-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა “რეალისთვის” 60 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს.
გარდა ამისა, გამოცემა ამტკიცებს, რომ “მილანის” სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი მოთამაშეს კარდიფში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააკვირდება.
“წითელ-შავები” მორატას ხელფასის სახით წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობენ.
არსანიშნავია ისიც, რომ 24 წლის თავდამსხმელს უკვე აქვს სერია A-ში თამაშის გამოცდილება. 2014-2016 წლების სეზონში ალვარო “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა.
მორატას “სამეფო კლუბთან” მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონშიმან ყველა ტურნირის ჩათვლით 42 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.