ჭადრაკი

11:14 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძის ზედიზედ მესამე გამარჯვება

მინსკში (ბელარუსი) მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მე-4 ტურის პარტიები გათამაშდა. კარგად თამაშობენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები დავით ჯოჯუა, ლუკა პაიჭაძე და ახალგაზრდა მოჭადრაკე, ამ დონის ტურნირების დებიუტანტი ნოე თუთისანი.

მე-4 ტურში ჯოჯუამ შავებით მასზე ძლიერ ვლადიმირ არტემიევს მოუგო, ასევე გაიმარჯვა შავებით მოთამაშე ლუკა პაიჭაძემაც, რომლის მეტოქეც ასევე მასზე ძლიერი ემილ სუტოვსკი იყო. რაც შეეხება თუთისანს, პირველ ტურში წაგების შემდეგ, მომდევნო სამ ტურში ორი პარტია მოიგო და ერთი ყაიმით დაასრულა. ამჯერად ნოემ თეთრებით მონტენეგროელ ნიკოლაი ჯუკიჩს დააყრევინა ფარ-ხმალი.

მომდევნო, მე-5 ტურში პაიჭაძე ჩემპიონატის რეიტინგ-ფავორიტ დავიდ ნავარას (2739, ჩეხეთი) ეთამაშება. ჯოჯუას მეტოქე სერგეი ჟიგალკო (2643, ბულგარეთი) იქნება. რაც შეეხება თუთისანს, იგი შავებით მასზე ბევრად ძლიერ ალექსეი ალექსანდროვს (2559, ბულგარეთი) ეთამაშება.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, მოიგო ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ბაადურ ჯობავამ, რომელმაც ალექსეი ტერზი დაამარცხა.

4 ტურის შემდეგ ჩემპიონატს იური კუზუბოვის (2637, უკრაინა) სახით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომელმაც ყველა პარტია მოიგო. მას ნახევარი ქულით მოჭადრაკეთა დიდი ჯგუფი ჩამორჩება, მათ შორის არიან პაიჭაძე და ჯოჯუა.

დანარჩენი ქართველები:

თამაზ გელაშვილი - 3,0

მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, ნოე თუთისანი - 2,5-2,5

ბაადურ ჯობავა, ზურაბ სტურუა - 2,0-2,0

მერი არაბიძე, თორნიკე სანიკიძე - 1,5-1,5

მე-4 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ვლადისლავ არტემიევი (2682, რუსეთი) - დავით ჯოჯუა (2581) 0:1

დავით ფანცულაია (2594) - ალექსანდრ რიაზანცევი (2659, რუსეთი) 0:1

ემილ სუტოვსკი (2646, ისრაელი) - ლუკა პაიჭაძე (2568) 0:1

მიკა კარტუნენი (2465, ფინეთი) - მიხეილ მჭედლიშვილი (2605) 0.5:0.5

იაკუპ ერთურანი (2367, თურქეთი) - თამაზ გელაშვილი (2551) 0:1

ალექსანდრ პრედკე (2566, რუსეთი) - მერი არაბიძე (2374) 1:0

ნოე თუთისანი (2347) - ნიკოლა ჯუკიჩი (2526, მონტენეგრო) 1:0

ალექსეი მოლჩანოვი (2334, უკრაინა) - თორნიკე სანიკიძე (2518) 1:0

ალექსეი ტერზი (2237, ბელარუსი) - ბაადურ ჯობავა (2713) 0:1

ზურაბ სტურუა (2555) - პაველ როზანოვი (2208, რუსეთი) 1:0.

მე-5 ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ჯოჯუა - სერგეი ჟიგალკო (2643, ბულგარეთი)

პაიჭაძე - დავიდ ნავარა (2739, ჩეხეთი)

გელაშვილი - სანან სიუგიროვი (2654, რუსეთი)

მჭედლიშვილი - რუიზ მიგელ სანტოსი (2473, ესპანეთი)

ტაი დაი ვან ნგუენი (2461, ჩეხეთი) - ფანცულაია

ალექსეი ალექსანდროვი (2559, ბულგარეთი) - თუთისანი

ჯობავა - იურაი დრუსკა (2430, სლოვაკეთი)

სანიკიძე - იური კრიკუნი (2308, უკრაინა)

არაბიძე - ანდრეი სუბოტინი (2071, რუსეთი)

ორხან აბდულოვი (2388, აზერბაიჯანი) - სტურუა

0.126874