მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი მიიჩნევს, რომ ფინალში ფავორიტი არ არსებობს. „სამეფო კლუბის“ კაპიტნის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები ძალიან მოტივირებულები არიან - სურთ ტიტული დაიცვან.
„იუვენტუსი“ ძალიან ძლიერია, ყოველი თამაშიც 0:0-დან იწყება და ამიტომაც ახლა შანსი თანაბარია: 50%-50%-ზე. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ დღეს გავიმარჯვოთ. მოტივირებულები ვართ, რადგან გვსურს შევინარჩუნოთ ტიტული.
ნამდვილად არ ვიცი, ფინალებში ყოველთვის რატომ ვიმარჯვებთ, მაგრამ ალბათ ეს მეტოქის დონეზეც არის დამოკიდებული. თუმცა, ეს წარსულია და სტატისტიკას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ზიდანი? - ის ჩვენი გუნდის სიმბოლოა. მე მომწონს მასთან მუშაობა და იმედი მაქვს, რომ „რეალში“ დიდ ხანს დარჩება. ბოლო წუთზე გატანილი გოლები კი, წარსულია - ჩვენი მენტალიტეტი არის ბოლომდე ბრძოლა, ბოლო წუთამდე“, - თქვა რამოსმა.