“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა “გოლდენ სტეიტთან” (91:113) წაგებულ მატჩში 2 სამქულიანი ჩააგდო, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რათა პლეი-ოფში ჩაგდებული სამქულიანებით “მეფეს” “ინდიანას” ლეგენდისთვის, რეჯი მილერისთვის გადაესწრო. რეჯის ნბა-ს პლეი-ოფში 320 სამქულიანი აქვს ჩაგდებული, ხოლო ლებრონ ჯეიმსს – 321.
პლეი-ოფში ზუსტად ნატყორცნი სამქულიანებით ჯეიმსი რეი ალენსღა ჩამორჩება, რომელსაც 385 შორეული სროლა აქვს ჩაგდებული.