სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. მერვედფინალების ბოლო სათამაშო დღეს დარჩენილი სამი ვაკანტური ადგილი აშშ-მ, მექსიკამ და იტალიამ შეავსეს.
მერვედფინალის მთავარი შეხვედრა საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს შედგა. ერთი წლის წინ, ეს გუნდები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ „მამლებმა“ ადვილად, 4:0 გაიმარჯვეს. ამჯერადაც, ფავორიტად საფრანგეთი ითვლებოდა და სრულიად სამართლიანადაც - ჯგუფური ეტაი უდანაკარგოდ განვლო, მაშინ, როდესაც, იტალიამ მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა ტურნირის საწყის სტადიაზე. თუმცა, ფეხბურთში პროგნოზები რომ ხშირად არ მართლდება დადასტურდა - „აძურინიმ“ მეტოქეს აჯობა და მეოტხედფინალში გავიდა. იტალიელთა შორის, კვლავ გამორჩეული იყო როიკარდო ორსოლინი, რომელზეც აპენინზე დიდი იმედი მყარდება - „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პირველ ტაიმში გახნსა ანგარიში. მართალია ოგუსტინმა პენალტით გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე პანიკოს ახლო მანძილიდან გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ასე და ამრიგად, იტალია განაგრძობს თასისთვის ბრძოლას და მეოთხედფინალში ზამბიის ნაკრებს შეხვდება.
საფრანგეთი - იტალია 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 ორსოლინი (27), 1:1 ოგუსტინი (37, პენ), 1:2 პანიკო (53)
დაძაბული გამოდგა მექსიკისა და სენეგალის შეხვედრა. თუმცა, არცთუ თვალსასეირო - ყველაფერი მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გადაწყდა, როდესაც სინსეროსმა ზუსტად დაარტყა და მექსიკას მოაგებინა. „აცტეკები“ მეოთხედფინალურ სტადიაზე
მექსიკა - სენეგალი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 სინსეროსი (89)
მომდევნო ეტაპზე აშშ-ს ნაკრებიც - ამერიკელებმა ახალი ზელანდის ნაკრებს თავ-ბედი აწყევლინეს და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს. ზელანდიელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწიეს, აი მეორე 45 წუთში კი, სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს - 6:0.
აშშ მეოთხედფინალში ვენესუელის ძალზე საინტერესო ნაკრებს დაუპირისპირდება. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ინგლისთან გაარკვევენ ურთიერთობას.
აშშ - ახალი ზელანდია 6:0 (1:0)
გოლები: 1:0 სარგენტი (32), 2:0 ებობისი (64), 3:0 ლენონი (65), 4:0 გლადი (76), 5:0 ტრუსტი (84), 6:0 კუნგა (90)
მეოთხედფინალური მატჩები 4 და 5 ივნისს გაიმართება:
4 ივნისი
პორტუგალია - ურუგვაი
ვენესუელა - აშშ
5 ივნისი
იტალია - ზამბია
მექსიკა - ინგლისი