ჭადრაკი

22:45 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქალმა მოჭადრაკეებმა რაპიდის ტურნირი დაასრულეს

დასრულდა გრან პრის გათამაშების პირველი ეტაპი ქალ მოჭადრაკეთა შორის რაპიდში, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.

ტურნირში მონაწილეობის სურვილი 18 მოჭადრაკემ გამოთქვა. ასპარეზობა, რომლის საპრიზო ფონდი 1000 ლარს შეადგენდა, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.

პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ინგა ჭარხალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ყველაზე მეტი 7.0 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი საქრთველოს ეროვნული ნაკრების წევრ ბელა ხოტენაშვილს ერგო. 6.0-6.0 ქულით მე-3-მე-5 ადგილები ნინო ხომერიკმა, ნინო ბაციაშვილმა და სოფო გვეტაძემ გაიყვეს. უკეთესი მაშვენებლებით მესამე ადგილი ხომერიკმა დაიკავა.

საპრიზო ფონდიდან ჩემპიონს 500, ვიცე ჩემპიონს 300, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელს 200 ლარი გადაეცა.

გრან პრის პირველი ეტყაპი სწრაფ ჭადრაკში ხვალ 2 ივნისს ჩატარდება.

0.13066