ჭადრაკი

23:58 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ასეულში მხოლოდ ერთი ქართველია

ფიდემ (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მაისის ბოლოს ვაჟთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგს კვლავინდებურად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (2832.0, ნორვეგია) ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ უესლი სოს (2812.2, აშშ) 19.8 ქულით უსწრებს. მეორე და მომდევო ადგილებზე მყოფ მოჭადრაკეებს შორის ორნიშნარიცხვიანი სხვაობა აღარ ფიქსირდება.

პირველი ათეული დატოვა და მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი სერგეი კარიაკინი (2780.5, რუსეთი), რომელიც ცოტა ხნის წინ, გრან პრის მეორე ეტაპის მომგებმა დინგ ლირენმა (2782.8, ჩინეთი) ჩაანაცვლა.

აღნიშნული რეიტინგის ერთადერთი ქართველი მონაწილე ბაადურ ჯობავაა (2708.00), რომელსაც პირველი ივნისისათვის მე-40 ადგილი უკავია.

გთავაზობთ ვაჟ მოჭადრაკეთა შორის პირველი ათეულის შემადგენლობას:

1.მაგნუს კარლსენი (2832.0, ნორვეგია)

2.უესლი სო (2812.2, აშშ)

3.ვლადიმერ კრამნიკი (2807.9, რუსეთი)

4.ფაბიანო კარუანა (2807.3, აშშ)

5.შახრიარ მამედიაროვი (2800.0, აზერბაიჯანი)

6.მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2796.1, საფრანგეთი)

7.ლევონ არონოანი (2793.3, სომხეთი)

8.ვიშვანათან ანანდი (2785.9, ინდოეთი)

9.ჰიკარუ ნაკამურა (2784.6, აშშ)

10.დინგ ლირენი (2782.8, ჩინეთი)

0.114068