ფეხბურთი

19:23 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია “ორენბურგს” გაწვრთნის (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია რუსული “ორენბურგის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ “ორენბურგის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

“ორენბურგმა”, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე თამაშობს, გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა, გადათამაშებაში მოუწია ასპარეზობა, სადაც “ხაბაროვსკთან” დამარცხდა და მომავალ სეზონში პირველ ლიგაში იასპარეზებს.

კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს სწორედ რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნება დაუსახა მიზნად.

0.102165