კალათბურთი

15:40 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” სუპერფინალში მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” სუპერფინალში “კლივლენდის” წინააღმდეგ, მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის გარეშე იასპარეზებს.

როგორც ESPN-ი იტყობინება, კერის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სუპერფინალში “ოქროს შტატელებს” მისი ასისტენტი მაიკ ბრაუნი უხელმძღვანელებს.

სუპერფინალური სერიის პირველი შეხვედრა “გოლდენ სტეიტსა” და “კლივლენდს” შორის 2 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

0.116802