ჭადრაკი

14:20 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ივანჩუკი ერთპიროვნული ლიდერია

ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ კაპაბლანკას საჭადრაკო მემორიალზე, რომელსაც მისი სამშობლო კუბა მასპინძლობს, მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა.

ასპარეზობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასილი ივანჩუკმა(უკრაინა), ასევე ერთ-ერთ ლიდერ სამუელ შანკლადს(აშშ) მოუგო, 3.5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ამავე ტურში კრიშნან სასიკირანი(ინდოეთი)-რეუნალდო ორტიზ სუარესისა(კუბა) და კასპერ პიორუნი(პოლონეთი)-ემილიო კორდობას(პერუ) შეხვედრა ყაიმით დასრულდა. ამით პირველი წრე დასრულდა და ტურნირზე ერთდღიანი შესვენება გამოცხადდა.

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ:

1.ივანჩუკი 3.5 ქულა
2. სასიკირანი 3.0
3-4. შანკლადი, კორდობა 2.5-2.5
5. ორტიზ სუარესი 2.0
6.პიორუნი 1.5

მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი:

ორტიზ სუარესი-შანკლადი

ივანჩუკი -კორდობა

პიორუნი-სასიკირანი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116235