"როლან გაროსის" 1/32-ფინალში ამერიკელმა სტივ ჯონსონმა ბორნა ჩორიჩი 6:2, 7:6, 3:6, 7:6 დაამარცხა.
სტივ ჯონსონს 11 მაისს მამა გარდაეცვალა, რის გამოც ჩოგბურთელი კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ ამერიკელმა გადაიფიქრა, გასულ კვირას ჟენევის ტურნირზე იასპარეზა ახლა კი "როლან გაროსის" მესამე წრეში გავიდა.
ჩორიჩთან მოგებული მატჩის შემდეგ ჯონსონი ცრემლებს ვერ იკავებდა და ემოციური კომენტარი გააკეთა:
"მამა მენატრება, ნეტავ აქ იყოს. ვიცი რომ ის მაღლაა. ზუსტად ვიცი, რომ ბოლო ქულა როცა მოვიგე ის მიყურებდა და ძალას მაძლევდა, მისი დახმარებით მოვიგე. ფიზიკურად კარგად ვარ, ემოციურად მთლიანად დავიცალე. მამა ყოველთვის მასწავლიდა, რომ მებრძოლი ვყოფილიყავი, ახლა მხოლოდ ამის გაკეთება შემიძლია".