ჩოგბურთი

13:19 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონფილსის მე-400 გამარჯვება

“როლან გაროსის” პირველ წრეში ფრანგმა გაელ მონფილსმა გერმანელი დასტინ ბრაუნი 6:4, 7:5, 6:0 დაამარცხა. მონფილსმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში მე-400 გამარჯვება მოიპოვა.

“რამდენიმე კვირის წინ ტრავმა მაწუხებდა და 100 პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა კორტზე თავს კარგად ვგრძნობდი”- განაცხადა მონფილსმა.

გაელ მონფილსი მეექვსე ფრანგი მოთამაშე გახდა, ვისაც 400 შეხვედრა აქვს მოგებული. ჟო-ვილფრედ ცონგა - 410 გამარჯვება, ჟილ სიმონი – 415, რიშარ გასკე – 470, ფაბრიციო სანტორო – 470, იანიკ ნოა – 482.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113337