ჩოგბურთი

20:08 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრომ თანამემამულეს აჯობა

როლან გაროსის პირველ წრეში არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ თანამემამულე გუიდო პელა 6:2, 6:1, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. პელამ ვერც ერთი ბრეიკის გაკეთება ვერ მოახერხა, ხუან მარტინმა კი ხუთი შეასრულა.

"როლან გაროსის" 1/32-ფინალში დელ პოტრო ესპანელ ნიკოლას ალმაგროს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში არგენტინელი მეტოქეს 3:0-ს უგებს. მატჩი 1 ივნისს თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.

"როლან გაროსზე" დელ პოტრომ საუკეთესო მაჩვენებელი 2009 წელს ნახევარფინალი დააფიქსირა.

0.113764