ჩოგბურთი

18:47 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ "როლან გაროსზე" გამარჯვებით დაიწყო

მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა სტანისლას ვავრინკამ "როლან გაროსის" 1/64-ფინალში რეიტინგის 152 ნომერი ჯოზეფ კოვალიკი 6:2, 7:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

პირველი სეტი შვეიცარიელმა მარტივად მოიგო, მეორე პარტიაში სლოვაკი მოულოდნელად 2:0 დაწინაურდა, თუმცა სტენმა უკუბრეიკი მალევე შეასრულა და ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც სლოვაკი 6:3-ს იგებდა და სამმაგი სეტ-პოინტი ჰქონდა. ვავრინკამ შეუძლებელი შეძლო, სამი სეტ-პოინტი გადაარჩინა და 8:6 იმარჯვა. მესამე სეტის მოგება სტენს არ გასჭირვებია.

ვავრინკა 1/32-ფინალში უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ვავრინკას "როლან გაროსი" 2015 წელს აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114315