ფეხბურთი

17:53 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მილანმა” მონტელას გაუხანგრძლივა

“მილანმა” და მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. “როსონერის” ვებგვერდის ინფორმაციით, “აეროპლანინო” “სან სიროზე” 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება.

“ძალიან დიდი მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას ნდობისთვის და იმ შანსის მოცემისთვის, რასაც “მილანის” გაწვრთნა ჰქვია. ჩვენ ერთად ვეცდებით შევასრულოთ ახალი მიზნები”, - თქვა მონტელამ.

ვინჩენცო მონტელამ “მილანი” ერთი წლის ჩაიბარა. გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგით კი, გუნდი ევროპა ლიგაზე დააბრუნა. შეგახსენებთ, “მილანი” 3 წელი ვერ ახერხებდა ევროტურნირებზე გასვლას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111115