იტალიურმა „მილანმა“ პირველი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან ლომბარიელთა ღირსებას აწ უკვე „ვილიარეალის“ ექსმცველი მატეო მუსაჩო დაიცავს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა „როსონერიში“ სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღის წინ გაიარა, მაგრამ ოფიციალურად კონტრაქტი მხოლოდ დღეს გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად მუსაჩო „სან სიროზე“ 2021 წლის ზაფხულამდე გაირჯება.
26 წლის მუსაჩო „ვილიარეალში“ 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. გასულ სეზონში კი, ლა ლიგაში 23 შეხვედრა ჩაატარა.