ფეხბურთი

16:51 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სტროტმანმა "რომასთან" გაახანგრძლივა

იტალიურმა „რომამ“ კევინ სტროტმანს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი გვამცნობს, 27 წლის ჰოლანდიელი მარადიულ ქალაქში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„მინდა, რომ „რომას“ ტიტულების მოგებაში დავეხმარო. როდესაც, მე მძიმე ტრავმა მქონდა, ეს კლუბი გვერდში დამიდგა და ამიტომაც, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით“, - აღნიშნა ჰოლანდიელმა.

კევინ სტროტმანი „რომაში“ 2013 წლის ზაფხულში პსვ-დან ჩაირიცხა. დღემდე მან დედაქალაქური გუნდის რიგებში 86 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112872