ფეხბურთი

11:26 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკა” პორტუგალიის თასის მფლობელია

პორტუგალიის თასის ფინალში “ბენფიკამ” “გიმარაეში” 2:1 დაამარცხა და ისტორიაში 26-ედ მოიპოვა ეს ტიტული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 16-16-ჯერ გამხდარან პორტუგალიის თასის მფლობელები “პორტუ” და “სპორტინგი”.

“ბენფიკასა” და “გიმარაეშის” ფინალური მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზევე ჯერ ხიმენესმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი სილვიომ ორ ბურთამდე გაზარდა სხვაობა. “გიმარაეშმა” ერთი ბურთის გატანა 78 წუთზე მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129524