ფეხბურთი

0:28 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის დუბლი ყაზახეთში

ყაზახეთის ჩემპიონატში "ატირაუმ" 2:0 მოუგო "აკჟაიკს" და ორივე გოლი ლადო დვალიშვილმა გაიტანა. ლადოც და მისი თანაგუნდელი უჩა ლობჟანიძეც შეუცვლელად გაისარჯნენ. "ატირაუ" ცხრილის შუაში, მეშვიდე ადგილზეა.

"ორდაბასიმ" სტუმრად 2:1 სძლია "ოკჟეპტესს" და მეორე პოზიციაზეა. გოგიტა გოგუამ 71 წუთი ითამაშა, ოთარ მარცვალაძეს კი ტრავმა აქვს.

მესამეზეა კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ქაირათი", რომელმაც გასვლაზე 2:1 აჯობა "ქაისარს".

ლატვიაში "რიგასმა" 3:2 სძლია "მეტას" და მეექვსე პოზიციაზეა. მასპინძელთა შორის ლაშა შერგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი დიაკვნიშვილი სათადარიგო იყო.

პოლონეთში მათე ცინცაძის "პოგონმა" 0:4 წააგო 'ლეხიასთან" და მეშვიდეზეა. ცინცაძე სასტარტოში იყო და 60 წუთი ითამაშა. პოლონეთშივე, ლიდერმა "ლეგიამ" სტუმრად 1:0 აჯობა "კორონას". ვაკო ყაზაიშვილი 18-კაციან განაცხადში არ გახლდათ.

0.129373