ფეხბურთი

0:24 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძემ გაიტანა, მაგრამ "ესბიერგი" გავარდა

დანიის სუპერლიგიდან გავარდა "ესბიერგი", სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება: ოთარ კაკაბაძე, ბუდუ ზივზივაძე და ლაშა პარუნაშვილი. ფლეი-ოფში "ესბიერგს" შინ 1:1 ჰქონდა ნათამაშევი "ჰორსენსთან", საპასუხოში კი 2:3 წააგო. ბოლო წუთზე გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ - გადმოვარდნილ ბურთს ერთი შეხებით კარში მიუჩინა ადგილი.

ზივზივაძემ ბოლო 12 წუთი ითამაშა. 90 წუთი გაისარჯა ოთარ კაკაბაძე და "ესბიერგის" პირველ გოლში დაიდო წვლილი: საგოლე პასი მიითვალა.

გავარდნის პირასაა "ვიბორგიც", რომელმაც სტუმრად 0:1 წააგო "ორჰუსთან" (შინ 2:1 ჰქონდა მოგებული). მათე ვაწაძე "ვიბორგის" განაცხადში კი იყო, მაგრამ მინდორზე არ შეუყვანიათ. "ვიბორგს" "ჰელსინგორთან" ელის გადამწყვეტი მატჩი - სუპერლიგაში დარჩენისთვის.

თეგები:

0.119638