ფეხბურთი

21:22 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ პალეტას ანტირეკორდი

“მილანის” მცველი გაბრიელ პალეტა ანტირეკორდის ავტორი გახდა. ნატურალიზებულმა იტალიელმა მიმდინარე სეზონში 5 წითელი ბარათი მიიღო და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ამდენჯერ წელს არავინ გაუძევებიათ.

აქამდე 4 წითელი ბარათი “ბასტიას” მცველ იანიკ ჩაჰუზაჩს ჰქონდა, მაგრამ პალეტა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “კალიარისთან” მეხუთედ გააძევეს.

აღსანიშნავია, რომ სერია A-ში ეს შედეგი ყველა დროის ანტირეკორდის გამეორებაა: ერთ სეზონში პალეტას გარდა წითელი ბარათი 2000-2001 წლების სეზონში “ვერონას” ფეხბურთელმა ლუიჯი აპოლონიმ მიიღო.

პალეტამ აწ უკვე დასრულებულ სეზონში მოედანი ვადაზე ადრე შემდეგი გუნდების წინააღმდეგ დატოვა: “ტორინო”, “ჯენოა”, “ბოლონია”, “რომა” და “კალიარი”.

0.127882