ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში თანაქალაქელი "ჩელსი" 2:1 დაამარცხა, მეცამეტედ მოიგო აღნიშნული ტურნირის და "მანჩესტერ იუნაიტედის" შედეგი გაამუჯობესა. "არისტოკრატებთან" შეხვედრაში "მეთოფეთა" მხრიდან გოლები ალექსის სანჩესმა და აარონ რემზიმ გაიტანეს, ხოლო ანტონიო კონტეს გუნდიდან თავი დიეგო კოშტამ გამოიჩინა.
ასევე რეკორდი დაამყარა არსენ ვენგერმა. ფრანგი სპეციალისტი გახდა პირველი მწვრთნელი რომელმაც ასოციაციის თასი 7-ჯერ მოიგო. 67 წლის სპეციალისტმა ჯორჯ რემზის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც "ასტონ ვილას" თასი 6-ჯერ მოაგებინა.