ლიონის ღია ტურნირის ფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგამ ტომაშ ბერდიხი 7:6, 7:5 დაამარცხა. პირველ სეტში მაყურებლებს ბრეიკი არ უნახავთ და ტაი ბრეიკი ფრანგმა იოლად 7:2 მოიგო. მეორე სეტშიც საჩოგბურთო ლატარეა უნდა გამართულიყო, თუმცა მოულოდნელად ჩეხი მე-1 გეიმზე დაბრეიკდა.
ცონგამ მიმდინარე წელს მესამე ფინალი წარმატებულად ითამაშა. ჟო-ვილფრიდმა 2017 წელს ლიონის ტურნირამდე მარსელის და როტერდამის პირველობები მოიგო. თიხის საფარზე ფრანგმა პირველად იმარჯვა კარიერაში კი მე-15 ტიტული მოიპოვა. მიმდინარე წელს ცონგამ მესამე ჩემპიონატი მოიგო და შედეგის გამუჯობესებას უმიზნებს. ფრანგს კარიერაში ერთი სეზონის განმავლობაში სამზე მეტი ATP-ის ტურნირი არ აქვს მოგებული.
ცონგამ ამ გამარჯვებით 85 945 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო ბერდიხმა - 150 ქულა და 45 265 ევრო. ფრანგი განახლებულ რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდება და მე-11 პოზიციაზე იქნება, ჩეხი კი კვლავ მე-14 ადგილზე იქნება.