ჭადრაკი

0:00 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილება კალენდარში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ქალთა შორის გრან-პრის პირველი ეტაპის გათამაშების ჩატარების თარიღი შეცვალა. ამის შესახებ worldsport.ge- ს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.

,,საქართველოს მოჭადრაკე ქალთა შორის გრან-პრის გათამაშება რაპიდსა და ბლიცში მაისის მეორე ნახევარში იყო დაგეგმილი. რადგან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატისათის მზადების მიზნით შეკრებაზე იმყოფებოდა და მისი წევრები ტურნირში მონაწილეობას ვერ ახერხებდნენ, ფედერაციამ გაითვალისწინა ნაკრების წევრთა თხოვნა, რომლებიც გრან-პრიზე მონაწილეობას აპირებდენ და აღნიშნული ტურნირები გადაიტანა.

კონკრეტულად, საქართველოს გრან-პრის გათამაშება რაპიდში 31 მაისს და 1 ივნისს, ხოლო ბლიცში 2 ივნისს გაიმართება.“ - გვითხრა სოფო ნიკოლაძემ.

0.11703