ფეხბურთი

16:30 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ულტიმატუმი დონარუმას: კონტრაქტი ან ტრიბუნა

იტალიური "მილანი" ჯანლუიჯი დონარუმას ულტიმატუმს უყენებს - Corriere dello sport-ის ინფორმაციით, "როსონერის" ხელმძღვანელობა 18 წლის კიპერს 30 ივნისამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიჭიერი ფეხბურთელი მთავარი გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან ტრიბუნაზე, ანუ განაცხადს მიღმა გადაინაცვლებს.

საქმე ისაა, რომ დონარუმას "მილანთან" ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში ეწურება, ხოლო ამ სიტუაციით სარგებლობას იტალიელის აგენტი მინო რაიოლა სცდილობს. ეს უკანასკნელი "როსონერის" ჯიჯიოს ხელფასის გაზრდას 4 მილიონ ევრომდე სთხოვს. როგორც გამოცემა, წერს, უახლოეს დღეებში მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან და ყველა დეტალზე ისაუბრებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ დონარუმას მსურველი კლუბების რიგები უდგას და რაიოლასაც სწორედ ეს აძლევს იმედს, რომ ფეხბურთელი სარფიან კონტრაქტს გამოჰკრავს ხელს.

აქვე შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმა "მილანის" პირველი გუნდის რიგებში 2015 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და იქედან მოყოლებული ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.

0.127321