ფეხბურთი

16:00 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: საბალეტა "ჩაქუჩებში"

ვეტერანმა არგენტინელმა მცველმა პაბლო საბალეტამ ახალი კლუბი მალევე იპოვა - 32 წლის ფეხბურთელი ამიერიდან ლონდონის „ვესტ ჰემში“ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად „ჩაქუჩების“ ვებგვერდი ავრცელებს.

„მოხარულები ვართ, რომ საბალეტა გახდა ჩვენი პირველი შენაძენი. გვჯერა, რომ მისთვის „ვესტ ჰემში“ ყოფნის პერიოდი წარმატებული იქნება“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

პაბლო საბალეტა „იუნაიტედს“ 1 ივლისს შეუერთდება. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტიში“ გატარებულ პერიოდს: იგი „ქალაქელების“ ღირსებას 2008 წლიდან მოყოლებული იცავდა და ორჯერ ინგლისის ჩემპიონიც გახდა. გასულ სეზონში მან „სიტის“ რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.114379