ფეხბურთი

20:25 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი "დორტმუნდში" ბარგს ალაგებს

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ავტორიტეტული გამოცემა Bild-ის ცნობით, 27 წლის თავდამსხმელი ზაფხულში დორტმუნდის „ბორუსიას“ დატოვებს. როგორც აღნიშნული წყაროდან ვიგებთ, გაბონელი კლუბის ხელმძღვანელობას წასვლის თაობაზე უკვე ესაუბრა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას აფრიკელი ფორვარდი, თუმცა, ცნობილია, რომ მისი სატრანსფერო ფასი 80 მილიონ ევროს აღწევს და მსურველს ხსენებული თანხის გაღება მოუწევს.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი „დორტმუნდში“ 2013 წელს გადავიდა და მას მერე გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, აწ დასრულებულ სეზონში კი, ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი გახდა 31 გოლით.

0.504819