ჭადრაკი

14:21 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა ამჯერად ,,კარის მეზობელს’’ ეთამაშება

მერვე ტურის პარტიები გათამაშდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე ,,მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები’’, რომელსაც რუსეთის ერთი პატარა ქალაქი კირიშიში მასპინძლობს.

ასპარეზობის ერთადერთმა ქართველმა მონაწილე ნიკოლოზ კაჭარავამ (2180) ტურნირი კარგად დაიწყო და 3 ტურის შემდეგ 2 ქულით ლიდერთა შორის იმყოფებოდა. ამის შემდეგ ნიკას ჭადრაკის ქალღმერთმა კაისამ ცუდი თვალით გადმოხედა, კაჭარავამ ზედიზედ 5 შეხვედრა წააგო და ბოლოსწინა, მე-11 ადგილი დაეშვა.

მე-9 ტურში კაჭარავა ,,კარის მეზობელ’’ მიხეილ ნიკიტენკოს (2408, ბელარუსი) ეთამაშება, რომელსაც 2,5 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

0.12806