ჭიდაობა

10:40 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სასარის ხალიჩაზე 8 ქართველი გავა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები იტალიაში გაემგზავრა. დღეს ქალაქი სასარი საერთაშორისო ტურნირ "Sassari City Matteo Pellicone Memorial"-ს უმასპინძლებს, რომელიც მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) ეგიდით ტარდება.

კონკურენციაში 8 ქართველი მოჭიდავე ჩაებმება. 7 წონითი კატეგორიიდან 6-ში ხალიჩაზე თითო ჩვენებური გავა. უმსუბუქეს წონაში, 55 კილოგრამში კი საქართველოს ნაკრებს სატურნირო ბადეში ორი წევრი ეყოლება.

საქართველოს ნაკრები

55 კგ - რამაზ სილაგავა, ნუგზარ წურწუმია

60 კგ - ლერი აბულაძე

66 კგ - გიორგი კურტანიძე

74 კგ - ბექა მამუკაშვილი

84 კგ - თემურ ჭკუასელიძე

96 კგ - გიორგი ბარბაქაძე

120 კგ - ზვიად პატარიძე

0.11901