ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი ადასტურებს, რომ სეზონის დასრულებისთანავე „რომას“ დატოვებს. ვეტერანმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჯენოასთან“ შეხვედრაში „ჯალოროსის“ მაისურს ბოლოჯერ მოირგებს.
„რომა“ – „ჯენოა“, 28 მაისი, 2017 წელი - ბოლოჯერ ჩავიცვამ „რომას“ მაისურს. ამით ფეხბურთისადმი სიყვარული არ სრულდება, რადგან ეს ვნებაა, ჩემი ვნება. არ ვფიქრობ, რომ კარიერას დავასრულებ, ამიტომ მზად ვარ, ორშაბათიდან ახალი გამოწვევის მისღებად“, - დაწერა ტოტიმ თავის ფეისბუქის გვერდზე.
ფრანჩესკო შემოდგომაზე 41 წლის ხდება, მას „რომას“ გარდა სხვა არცერთ გუნდში არასდროს უთამაშია, „მგლების“ რიგებში დებიუტი ჯერ კიდევ 1993 წელს ჰქონდა. რაც შეეხება ჩესკოს მომავალს, იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა, მან კარიერა ყატარში ან "მაიამიში" გააგრძელოს.