ფეხბურთი

0:20 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალმა" ესკრიბასთან თანამშრომლობა გააგრძელა

"ვილიარეალმა" ფრან ესკრიბას კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და ესპანელი სპეციალისტი გუნდში 2018 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ლა ლიგი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ესკრიბამ "ვილიარეალი" 2016 წლის აგვისტოში ჩაიბარა, მას შემდეგ კი გუნდმა 52 ჩატარებული შეხვედრიდან 23 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა, ხოლო 14 მატჩში დამარცხდა. 52 წლის სპეციალისტის შეგირდები ლა ლიგის აწ უკვე გასულ სეზონში მეხუთე ადგილზე გავიდნენ და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვეს.

0.114223