კალათბურთი

19:17 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფინალში ითამაშებს

"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ნბა-ს სუპერფინალის პირველ მატჩში ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

ზაზამ "სან ანტონიოსთან" შეხვედრაში ქუსლის ტრავმა მიიღო და ტეხასელებთან ბოლო ორი თამაში გამოტოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაჩულიამ ტრავმა თითქმის მოიშუშა და სუპერფინალის პირველი მატჩისთვის მზად იქნება.

სუპერფინალში "გოლდენ სტეიტის" მეტოქე "კლივლენდი" - "ბოსტონის" დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება, კავალერია "კელტებს" 3:1-ს უგებს.

0.118193