გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის დარჩენილი ორი მატჩი. ლიდერმა მარტვილის "მერანმა" გამოცდილი რევაზ ბარაბაძის გოლებით 2:0 სძლია "ვიტ ჯორჯიას", რომელიც ცხრილის შუაშია. მარტვილელები ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ.
ბოლნისის "სიონმაც" მოიგო, კერძოდ, 1:0 ტყიბულის "მეშახტესთან". ბოლო წუთებზე პენალტი დაინიშნა და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მეგოლე ჯაბა დვალმა ზუსტად შეასრულა.
მერანი (მარტვილი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0
გოლები: 1:0, 2:0 ბარაბაძე (24, 71)
მეშახტე (ტყიბული) - სიონი (ბოლნისი) 0:1
გოლი: 0:1 დვალი (82 პენ)