ვერის ბაღში მდებარე თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია, აკადემიის მსაჯთა პროგრამის ფარგლებში, დღეიდან 28 მაისამდე, მესამე, დასკვნით სემინარს მასპინძლობს.
აღნიშნული სემინარის მთავარი თემა, 2017 წლის პირველი ივლისიდან ფიდეს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იქნება.
სემინარის მონაწილე მსაჯებისათვის ტრენინგს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მარიკა ჯაფარიძე ატარებს. დასწრება უფასოა.