თურქული “დარუშაფაკას” 58 წლის გამოცდილი მწვრთნელი დევიდ ბლატი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას eurohoops.net-ი ავრცელებს.
ბლატმა კლუბის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც “დარუშაფაკამ” ევროლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლატთან თანამშრომლობით “მაკაბი” და “ბარსელონა” არიან დაინტერესებულნი.