“მანჩესტერ იუნაიტედმა” გადაწყვიტა სეზონის დასრულების შემდეგ ცენტრალური მცველი კრის სმოლინგი გაყიდოს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
სმოლინგმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რითაც მცველი უკმაყოფილოა და კლუბის დატოვება მასაც სურს. გავრცელებული ინფორმაციით, სმოლინგის გადაბირებით ლონდონის “არსენალი” და მილანის “ინტერი” არიან დაინტერესებულნი.
სმოლინგი მანჩესტერელთა ღირსებას 2010 წლიდან იცავს, ამ დროის განმავლობაში 153 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.