მადრიდის „ატლეტიკომ“ და ნახევარმცველმა კოკემ თანამშრომლობა განაახლეს. როგორც „როხიბლანკოს“ ტვიტერის გვერდი გვამცნობს, ესპანელი ფეხბურთელი მადრიდულ გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.
25 წლის კოკე „ატლეტიკოს“ აკადემიის აღზრდილია და სხვა გუნდში აქამდე არც უთამაშია. პირველ გუნდში დებიუტი მას 2009-2010 წლების სეზონში ჰქონდა. შემდეგ კი, ეტაპობრივად გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.
აწ დასრულებულ სეზონში კოკემ „როხიბლანკოს“ ღირსება მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით 36-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა.