ფეხბურთი

22:18 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტორედოს" ზედიზედ მეოთხე ევრო გოლებით

საქართველოს ეროვნული ლიგის XIV ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი მატჩი მოიგო და ლიდერ თბილისის „დინამოსთან“ ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა. კახა ჩხეტიანის გუნდი ჩინებულ ფორმაშია და მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

გორის „დილამ“ კი, თავის მხრივ, ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა - თამაში გორის ნაცვლად თბილისში ჩატარდა, ამიტომაც, „დილას“ ნეიტრალური მასპინძლის სტატუსის მორგება მოუწია. მიზეზი - „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება, რადგან ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მასპინძელი არენაა.

„მიხეილ მესხზე“ გამართულ შეხვედრაშ კი, ფეხბურთი ერთმა გუნდმა ითამაშა და სავსებით დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა - ქუთათურებმა თითო ტაიმში თითოჯერ შეძლეს მეტოქის კარში გოლის გატანა. გოლები - ორივე გოლი ისეთი სილამაზის იყო, ნებისმიერი რანგის თუ ოსტატობის მატჩს რომ დაამშვენებდა. მერვე წუთზე, გრიგოლ დოლიძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და თორნიკე კაპანაძემ აკრობატულ ნახტომში ულამაზესი გოლი შეაგდო. სხვათა შორის, კაპანაძემ ფოთის „კოლხეთთან“ ორი ტურის წინაც დაახლოებით მსგავს სტილში იხეირა. აქვე მოვლენებს დავასწრებ და გეტყვით, რომ „ტორპედოს“ 9 ნომერმა მეორე ტაიმში იგივე სტილში სცადა გატანა, მაგრამ ცოტა დააკლდა: მეკარემ ბოლო მომენტში კუთხურზე მოიგერია. მეორე გოლი კი, „ტორპედომ“ 71-ე წუთზე გაიტანა. დოლიძემ კუთხური ჩააწოდა, ბურთი კი, არა საჯარიმოში, არამედ პირდაპირ „დილას“ კარის ბადეში აღმოჩნდა. ბუნებრივია, უნდა აღვნიშნოთ, გორელთა კიპერ ხაინდრავას უყურადღებო თამაში, მაგრამ ეს დოლიძის ეფექტურ თამაშს არ აკნინებს.

საბოლოოდ, ქუთაისის „ტორპედომ“ გამარჯვებამდე საქმე მშვიდად მიიყვანა და 28 ქულა დაუგროვდა. წინ მხოლოდ „დინამოა“, რომელსაც აქტივში 31 ქულა აქვს, მაგრამ თბილისელები მე-14 ტურის შეხვედრას საჩხერის „ჩიხურასთან“ გამართავს. რაც შეეხება „დილას“ - ზივ ავრაჰამ არიეს გუნდმა ბოლო 4 მატჩში 10 ქულა დააგროვა, თუმცა დღევანდელი მარცხის მერე მეექვსე ადგილზე დარჩა.

„დილა“ – „ტორპედო“ 0:2 (0:1)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„დილა“: ხაინდრავა, მაჩაიძე (ფოფხაძე 35), ეტოუ, რიბეირო, წიქარიძე, ნონიკაშვილი (ნუბიო 46), ქარქუზაშვილი, კირკიტაძე (ტარავალიე 61), კვახაძე, ძარია, დერეტი

მწვრთნელი: ზივ ავრაჰამ არიე

„ტორპედო“: კვასხვაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ბაბუნაშვილი (მამასახლისი 76), კაპანაძე (კუჭუხიძე 80), კუხიანიძე, გურული, დოლიძე (ტაბატაძე 83), ქიმაძე, გიგაური, ტუღუში

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 0:1 კაპანაძე (8), 0:2 დოლიძე (71)

გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (33) - ქიმაძე (54), ტუღუში (54), გიგაური (67)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

0.115863